გიორგი კვერნაძე, ფროზინონე
Aa
Aa

კვერნაძის მეორე გოლი ფროზინონეში და მარცხი ბარისთან

იტალიის სერია B-ს მორიგ ტურში, გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ სტუმრად „ბარის“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დამარცხდა.

ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში მასპინძელთა სასარგებლოდ 1:0 იყო. დარჩენილ დროში, 73-ე წუთზე „ფროზინონემ“ მეორე გოლი გაუშვა, შეხვედრის მიწურულს კი გიორგი კვერნაძემ „ბარის“ კარში ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა, მისმა გუნდმა მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლო.

გიორგი კვერნაძესთვის ეს გოლი იტალიურ კარიერაში მეორე იყო, პირველად კი ქართველმა შემტევმა ეს 26 დეკემბერს, „სალერნიტანას“ წინააღმდეგ შეძლო. მიმდინარე სეზონში, კვერნაძემ „ფროზინონეში“ მე-20 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ფროზინონე“ 24 ტურის შემდეგ სერია B-ს სატურნირო ცხრილში 21 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზე იმყოფება და ამ მოცემულობით სერია C-ში ვარდება. კვერნაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 8 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „კატანზაროს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რატომ არ იყიდა ლივერპულმა კვარა - რას ამბობს ჯეიმს პირსი
რატომ არ იყიდა ლივერპულმა კვარა - რას ამბობს ჯეიმს პირსი