ხუთი მარცხი ბოლო ექვს მატჩში - მანიუ ოლდ ტრაფორდზე ვეღარ იგებს
Aa
Aa

ხუთი მარცხი ბოლო ექვს მატჩში - მანიუ ოლდ ტრაფორდზე ვეღარ იგებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ წარუმატებლობა გრძელდება და დასასრული ჯერჯერობით არ უჩანს. თუ ევროპა ლიგაზე „წითელი ეშმაკები“ ნორმალურად გამოიყურებიან და ევროპა ლიგის მერვედფინალის საგზური ყოველგვარი პლეი ინის გარეშე მოიპოვეს, ინგლისის პრემიერ ლიგაში ნამდვილი კატასტროფა ხდება.

დღეს გამართულ XXIV ტურის შეხვედრაში „იუნაიტედი“ „ოლდ ტრაფორდზე“ „კრისტალ პალასთან“ (0:2) დამარცხდა. მასპინძელთა კარში ბურთები 64-ე და 89-ე წუთებზე ფრანგმა ჟან-ფილიპ მატეტამ გაიტანა. „წითელი ეშმაკებისთვის“ წაგების გარდა, კიდევ ერთი ცუდი ამბავი ლისანდრო მარტინესის დაშავება იყო, რომელიც იმის გათვალისწინებით, რომ მოედნიდან სხვების დახმარებით გავიდა, ძალიან დიდი ალბათობით თანაგუნდელებს დიდი ხნით გამოაკლდა.

საშინაო არენაზე პრემიერ ლიგაში გამართული ბოლო ექვსი მატჩიდან „მანჩესტერმა“ ხუთი წააგო, მთლიანობაში კი რუბენ ამორიმის ხელმძღვანელობით ინგლისის ჩემპიონატში ჩატარებული ცამეტი შეხვედრიდან შვიდში დამარცხდა და მხოლოდ ოთხში გაიმარჯვა. ბოლო ორი სეზონის მანძილზე „მანიუს“ „ოლდ ტრაფორდზე“ უკვე 13 წაგება დაუგროვდა და ამ მხრივ პრემიერ ლიგაში მასზე უარესი მაჩვენებელი მხოლოდ „ვულვზის“ აქვს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
1930 წლის შემდეგ პირველად - მანჩესტერის ანტირეკორდული 2024 წელი
1930 წლის შემდეგ პირველად - მანჩესტერის ანტირეკორდული 2024 წელი