მარცხი ფინალში - მაისურაძე პარიზის გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონია
ლუკა მაისურაძე პარიზის გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონია. -90 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ფინალში სამხ. კორეელ ჯონგჰონ კიმთან იპონით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ბედი ოქროს ქულაში გაირკვა. სამწუხაროდ, დამატებით დროში უფრო ძლიერი კორეელი ძიუდოისტი გამოდგა და კიმმა მაისურაძესთან სუფთა გდებით გაიმარჯვა.
ფინალამდე ლუკა მაისურაძემ ნახევარფინალში იაპონელ გოკი ტაჯიმას მოუგო, უფრო ადრე კი ფრანგი მაქს ლაბორდი და სენეგალელი რაიან დაკოსტა გამოთიშა ასპარეზობას.
საქართველოს დელეგაციისთვის ლუკა მაისურაძის ოქრო პარიზის გრანდ სლემზე მეორე მედალი იყო. გუშინ -66 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს ვაჟა მარგველაშვილი დაეუფლა. დღეს კი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი +100 კგ. წონაში საბა ინანეიშვილსაც ექნება.