„რატომ დავტოვე თადარიგში? ეს სხვას უნდა ჰკითხოთ“ - ემპოლის მწვრთნელი გოგლიჩიძეზე
იტალიის სერია A-ს 23-ე ტურში, საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ სტუმრად „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა და 4:1 დამარცხდა.
ქართველი მცველი ემპოლის სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე 59-ე წუთზე, ტრავმირებული ისმაილის ნაცვლად გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა. სამწუხაროდ, „ემპოლიმ“ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და მეტოქისგან 4 უპასუხო ბურთი გაუშვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო დ’ავერსამ ჟურნალისტებთან გოგლიჩიძის თადარიგში დატოვების მიზეზებზე ისაუბრა და ეს გადაწყვეტილება ქართველი მცველის გარშემო გავრცელებულ სატრანსფერო ჭორებს დაუკავშირა.
რას ამბობს დ’ავერსა:
„რატომ დარჩა საბა თადარიგში? ეს კითხვა სხვა ადამიანებს უნდა დაუსვათ... მე ყველაზე თავდაჯერებულ ფეხბურთელებს ვირჩევ, მას მოსამზადებელ პერიოდში, მთელი კვირის განმავლობაში ფიზიკური მომზადების პრობლემები ჰქონდა. ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, მაგრამ როდესაც მოედანზე გადიხარ, შენს საუკეთესო კონდიციებში უნდა იყო“.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ რამდენიმე სატრანსფერო ინსაიდერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საბა გოგლიჩიძე „ემპოლის“ დატოვებასთან ძალიან ახლოსაა და შესაძლოა, უახლოეს საათებში ქართველ მცველი „რომაში“, ან „იუვენტუსში“ გადავიდეს. საგულისხმოა, რომ ორივე გუნდი ამ დრომდე აქტიურ კავშირზეა როგორც კლუბთან, ისე „ემპოლისთან“. ასევე იწერება, რომ „რომამ“ უკვე გააკეთა 10-მილიონიანი შეთავაზება.