საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

რომა გააქტიურდა! საქმეშია იუვენტუსიც - გოგლიჩიძის მომავალი მალე გაირკვევა

გავლენიანი იტალიელი სატრანსფერო ინსაიდერი, ჯანლუკა დი მარციო საბა გოგლიჩიძის მომავალთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ქართველი მცველი „რომაში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

რომაული კლუბის ხელმძღვანელები ქართველ მცველს მარიო ჰერმოსოს შემცვლელად მოიაზრებენ და უახლოეს საათებში, გოგლიჩიძის ტრანსფერის დასახურად ყველაფერს გააკეთებენ.

ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი სატრანსფერო ინსაიდერი, მატეო მორეტო წერს და აცხადებს, რომ რომაელები „ემპოლის“ საბა გოგლიჩიძის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს უხდიან.

„რომამ“ პირველი შეთავაზება უკვე გააკეთა და ახლა „ემპოლის“ ხელმძღვანელების პასუხს ელის. კლუბის ხელმძღვანელები გოგლიჩიძის ტრანსფერში დარწმუნებულები არიან.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფეხბურთელის დამატებით ტურინის „იუვენტუსიც“ არის დაინტერესებული და „რომასთან“ ერთად, მოლაპარაკებების პროცესში ტურინელებიც არიან ჩართული.

იტალიაში სატრანსფერო ფანჯარა ხვალ იხურება, რის მიხედვითაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დიდი ალბათობით, საბა გოგლიჩიძის ტრანსფერზე ყველაფერი უახლოეს საათებში გადაწყდება.

მსგავსი სიახლეები