ხამზატ ჩიმაევი, ნასურდინ იმავოვი
Aa
Aa

დენამ გადაწყვიტოს - იმავოვს ჩიმაევთან ჩხუბი არ სურს

გუშინ, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გამართული UFC Fight Night 250-ის მეინ ქარდის მთავარი ბრძოლის დასრულების შემდეგ, სადაც ნასურდინ იმავოვმა ისრაელ ადესანია ნოკაუტში გაგზავნა, დაიწყო აქტიური საუბრები იმის თაობაზე, რომ დაღესტნელი მებრძოლი, რომელიც საფრანგეთის სახელით გამოდის, ქამრისთვის ჩხუბს იმსახურებს.

თუმცა, არსებობს ერთი ხელისშემშლელი გარემოება - რამდენიმე კვირის წინ, UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენა უაითმა აღნიშნა, რომ საშუალო წონით დივიზიონში დაუმარცხებელი ჩეჩენი მებრძოლის, ხამზათ ჩიმაევის მომდევნო ბრძოლა სატიტულო იქნებოდა. ყოველივე ეს კი იმავოვის შანსებს ამცირებს და ნასურდინმა თემასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

ნასურდინ იმავოვი

მსურს საჩემპიონო ქამარზე ვიჩხუბო, რომელიც არც მე მაქვს და არც ჩიმაევს. ჩვენ ორივე ტიტულის პრეტენდენტები ვართ, ერთად ვვარჯიშობთ, ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ და ყოველივე ამის გამო, ხამზატთან დაპირისპირება არ მსურს.

როდესაც სასწორზე ამხელა რაღაც დევს და არჩევანი რთულია, მისი გაკეთება მაინც მოგიწევს. ახლა დენას გადასაწყვეტია, შანსი პირველს რომელს მოგვეცემა. შანსი, რომელიც როგორც მე, ასევე ჩიმაევმა დავიმსახურეთ.

იმავოვს ადესანიას დამარცხება დაღესტნური სპორტის ორმა ლეგენდამ სოციალური ქსელის საშუალებით მიულოცა და როგორც ხაბიბ ნურმაგომედოვმა, ასევე ისლამ მახაჩევმა, ნასურდინის მიერ ჩატარებული ბრძოლით აღფრთოვანება ვერ დამალეს.

მსგავსი სიახლეები