მამუკელაშვილის 10 ქულა | სან ანტონიო მაიამისთან დამარცხდა
NBA-ს მორიგ ტურში, სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონიო სფურსი საკუთარ მოედანზე მაიამი ჰიტს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2 ქულის სხვაობით, 105:103 დამარცხდა.
სანდრო მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 9 წუთამდე გაატარა და ამ დროის განმავლობაში 10 ქულა და 2 მოხსნა შეასრულა. ასევე, ბურთი ერთხელ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდა. „მამუმ“ სამიდან სამი ორქულიანი, სამიდან ერთი სამქულიანი და ერთიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო.
46 სათამაშო დღის შემდეგ, სან ანტონიო სფურსი დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში 21 მოგებითა და 25 მარცხით მე-12 ადგილზე იმყოფება. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 4 თებერვალს, სტუმრად მემფის გრიზლისთან გამართავს.