გიორგი შერმადინი
Aa
Aa

14 ქულა 16 წუთში - შერმადინის შედეგიანი მატჩი

გიორგი შერმადინმა „ლაგუნა ტენერიფეს“ შემადგენლობაში მორიგი შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა. ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის XIX ტურში კანარის კუნძულების გუნდმა საკუთარ დარბაზში „ბრეოგანი“ 13-ქულიანი სხვაობით, 96:83 დამარცხა, 35 წლის ქართველი ლეგიონერი კი გამორჩეული იყო და მატჩის MVP გახდა.

შერმადინმა პარკეტზე გატარებულ 16 წუთში 14 ქულა, 4 მოხსნა და 2 დაფარება დააგროვა. მან შვიდიდან ექვსი ორქულიანი გამოიყენა, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან ასპროცენტიანი (ორიდან ორი) სიზუსტით ისროლა. ოთხი მოხსნიდან „ლაგუნა ტენერიფეს“ მე-19 ნომერმა სამი დაცვაში შეასრულა, ბურთი არც ერთხელ არ დაუკარგავს და ერთი პერსონალური შენიშვნა მიიღო.

19 ტურის შემდეგ 14 მოგებითა და 5 წაგებით კანარის კუნძულების კლუბი ლიგა ენდესას სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ „უნიკახას“, „რეალსა“ და „ვალენსიას“ ჩამორჩება. 5 თებერვალს, გიორგი შერმადინი და მისი თანაგუნდელები ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად „მანრესას“ დაუპირისპირდებიან, შიდა ჩემპიონატზე კი ასევე სტუმრად, 8 თებერვალს, „მურსიასთან“ ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რეკორდი ევროლიგაში - შენგელიას ფენომენალური მატჩი
რეკორდი ევროლიგაში - შენგელიას ფენომენალური მატჩი