ველურების ლიგაა - დურანტი დონჩიჩი-დევისის გაცვლაზე
ავტორიტეტული გამოცემა ESPN-ის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ ლუკა დონჩიჩისა და ენტონი დევისის გაცვლის შესახებ, არამხოლოდ NBA-ს მოთამაშეები, არამედ სრულიად საკალათბურთო სამყარო შოკში ჩააგდო.
მათ რიგებს მიეკუთვნება „ფინიქს სანსის“ 36 წლის ვარსკვლავი კევინ დურანტი, რომელმაც „პორტლენდთან“ მატჩის დასრულების შემდეგ, თამაშის შეფასებაზე უფრო მეტი დონჩიჩი-დევისის ტრეიდზე ისაუბრა.
რას ამბობს დურანტი
დაუჯერებელია. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ლუკა დონჩიჩს ასეთ ასაკში, სეზონის შუა ნაწილში ვინმეში გაცვლიდნენ. NBA - ეს ველურების ლიგაა. თუ დონჩიჩის გაცვლაც შესაძლებელია, მაშინ ჩათვალეთ, რომ დაცული ამისგან არც ერთი კალათბურთელი აღარ ვართ.
მოთამაშეებს კლუბების ხელმძღვანელები მუდმივად გვაკავებენ და ჩვენგან ერთგულებასა და თავდადებას ითხოვენ. თუმცა, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, საერთოდ ავიწყდებათ, რომ თავადაც აქვთ მსგავსი პასუხისმგებლობა.
დურანტი და მისი თანაგუნდელები სტუმრად „ბლეიზერსთან“ 108:127 დამარცხდნენ, ხოლო თავად კევინმა 32 წუთში 22 ქულა, 3 ასისტი და 1 მოხსნა დააგროვა.