საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

გოგლიჩიძე იუვესთან სკამზეა | ემპოლის მწვრთნელს მიზეზი ჰკითხეს

„ემპოლის’’ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ საბა გოგლიჩიძე „იუვენტუსთან’’ მატჩში სათადარიგოთა სკამზე დასვა. მატჩის წინ  Dazn-მა დ’ავერსას საბასთან დაკავშირებით ჰკითხა, ტურინელთა მხრიდან არსებულმა ინტერესმა გოგლიჩიძის სასტარტოს მიღმა დარჩენაზე რამდენად მოახდინა გავლენა.

დ'ავერსა: „ჩემს თავს ამის უფლებას არ მივცემ, არ დავუშვებ რომ სატრანსფერო ბაზარმა ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. მე ყოველთვის საუკეთესო 11-ეულის ძიებაში ვარ’’.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს, რომ თუ ფიკაიო ტომორი „მილანს“ დატოვებს და კარიერას „ტოტენჰემში“ გააგრძელებს. იტალიელებს მისი შემცვლელის მოძებნა მოუწევთ, საბა კი სიაშია. მაგრამ, როგორც „ატალანტას“ შემთხვევაში, აქაც რამდენიმე ვარიანტი განიხილება და ქართველი მათ რადარზე ერთადერთი არაა. ასე რომ, შესაძლოა საბას ტრანსფერი ზამთარში არ გამოვიდეს და ზაფხულამდე გადაიწიოს.

20 წლის საბა გოგლიჩიძემ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 19 მატჩში ითამაშა, 19-დან 18-ში სასტარტოში იყო და მხოლოდ ერთხელ გამოვიდა ცვლილებაზე.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
უშეცდომო და დამაჯერებელი | გუგეშაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
უშეცდომო და დამაჯერებელი | გუგეშაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა