ლუკა გუგეშაშვილი
Aa
Aa

უშეცდომო და დამაჯერებელი | გუგეშაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

ბერძნული „პანსერაიკოსის'' მეკარე ლუკა გუგეშაშვილი კარგ ფორმაშია, სტაბილურობას ინარჩუნებს და სეზონის შემდეგ ზაფხულის ტრანსფერისთვის კარგ საფუძველს ქმნის. უკვე მერამდენედ, ამ სეზონში მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, „ვოლოსთან'' რთული დარტყმები მოიგერია, 1 გოლი გაუშვა, ამ დარტყმის აღება თითქმის წარმოუდგენელი იყო, ბურთი ძელს მოხვდა და შემდეგ კარში შევარდა. აღნიშნული შეხვედრა ფრედ დასრულდა (1:1).

ლუკამ ამ სეზონში სუპერ ლიგაში 21-ვე მატჩში სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა (4 მატჩში კაპიტანი იყო), 4 შეხვედრაში გოლი არ გაუშვა, ამ სეზონში მის ანგარიშზე 83 „სეივია'', რაც ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია.

ბერძნული Gazzetta იანვარში წერდა, რომ პაოკ-ი ლუკას დამატებით დაინტერესებული იყო. Monobala-ს ინფორმაციით, გუგეშაშვილი პაოკ-ში წასვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება თუ ნომერ პირველ მეკარედ განიხილავენ. ამჟამად, პაოკ-ის სასტარტოში ხორვატი დომინიკ კოტარსკი დგას, რომელიც დიდი შანსია სეზონის დასრულების შემდეგ პაოკ-მა გაყიდოს, მისი შეძენა ტოპ ლიგების კლუბებს სურთ. შესაძლოა, სეზონის შემდეგ პაოკ-ი გააქტიურდეს.

ასევე გეტყვით, რომ გასულ თვეში „პანსერაიკოსის’’ მეკარეების მწვრთნელი არის კარაბეციოსი CrystalSport-ს ლუკა გუგეშაშვილის წარმატებულ სეზონზე ესაუბრა (იხილეთ).

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მჯერა, ლუკა ნაკრების პირველი მეკარე გახდება | გუგეშაშვილის მწვრთნელი
მჯერა, ლუკა ნაკრების პირველი მეკარე გახდება | გუგეშაშვილის მწვრთნელი