ტრავმის სიმძიმე ცნობილია - რუდიგერი მინიმუმ 20 დღით გამოირიცხა
ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალი ესპანიოლს ესტუმრა და 0:1 დამარცხდა, თუმცა ყველაზე უარესი ეს არ არის.
თამაშის მიმდინარეობისას, ანტონიო რუდიგერმა ბარძაყის არეში დისკომფორტი იგრძნო და მოედანი ნაადრევად დატოვა.
ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით დადგინდა, რომ გერმანელ უკანახაზელს მარჯვენა ფეხის ბარძაყის ბიცეფსის დაზიანება აქვს.
MARCA-ს ინფორმაციით, აღნიშნული ტრავმის სიმძიმის რეაბილიტაციას მინიმუმ 20 დღე სჭირდება. ეს პერიოდი კი მადრიდული გრანდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ, რომ ბლანკოსი უახლოეს პერიოდში მადრიდის ატლეტიკოსთან და ორჯერ მანჩესტერ სიტისთან ითამაშებს. ანტონიო რუდიგერი აღნიშნულ მატჩებს გამოტოვებს.