პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Le Parisien: "ხვიჩამ თავისი თავი ჯერ ვერ იპოვა“

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენი ბრესტს ესტუმრა და 5:2 დაამარცხა. ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც სუსტი მატჩი ჰქონდა.

დღეს, ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა Le Parisien ქართველ ფეხბურთელზე მცირე შეფასებას აკეთებს.

Le Parisien:

„ხვიჩა კვარაცხელიამ ზედიზედ მეორედ დაიწყო ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ თავისი თავი ჯერ არ უპოვია. ჯერ კიდევ ვერ უგებს თანაგუნდელებს. მატჩის საწყის წუთებზე, ყოფილმა ნეაპოლელმა თავი კარგად წარმოაჩინა და დემბელე მეკარესთან პირისპირ დატოვა, თუმცა ამ უკანასკნელის დარტყმა ხიფათს არ წარმოადგენდა. ლუის ენრიკემ კვარაცხელია დუეთი შეცვალა, რომელიც მატჩში ბევრად კარგად ჩაერთო.“

შეგახსენებთ, რომ ქართველმა შემტევმა პსჟ-ში მეორე მატჩი ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა, „რეიმსთან'' სადებიუტო მატჩში მის აქტივში საგოლე პასი იყო.

პარიზულმა გუნდმა 20 ტურში 50 ქულა დააგროვა, ლიდერია და მეორეადგილოსან „მარსელს'' 13 ქულით უსწრებს („მარსელს'' მარაგში ერთი მატჩი აქვს). ლიგა 1-ის მომდევნო ტურში პსჟ „მონაკოს'' მიიღებს, მატჩი 8 თებერვალს, 00:05 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„შემტევებით კმაყოფილი ვარ, დემბელე ფენომენალურია“ - ლუის ენრიკე
„შემტევებით კმაყოფილი ვარ, დემბელე ფენომენალურია“ - ლუის ენრიკე