ლუკა დონჩიჩი, ენტონი დევისი
Aa
Aa

საოცარი ამბავი NBA-ში: ლუკა დონჩიჩი ენტონი დევისში გაცვალეს

ESPN-ი მოულოდნელ და სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს, „დალას მავერიქსმა’’ ლუკა დონჩიჩი ენტონი დევისში გაცვალა. შეთანხმების მიხედვით, „დალასი’’ ენტონი დევისს, მაქს კრისტსა და დრაფტის პიკს (2029 წლის დრაფტის პირველი რაუნდის არჩევანის უფლება) მიიღებს, „ლეიკერსში’’ ლუკა დონჩიჩი, მაქს კლებერი და მარკიფ მორისი ითამაშებენ.

„დალასის'' გენერალურმა მენეჯერმა ნიკო ჰარისონმა განაცხადა, რომ ჩემპიონატის მოგებისთვის ძლიერი დაცვა აუცილებელია: „ჩვენ შექმნილი ვართ გამარჯვებისთვის, ახლაც და მომავალშიც''.

ენტონი დევისს პროდუქტიული სეზონი აქვს, საშუალოდ მის აქტივში 25,7 ქულა, 11,9 მოხსნა, 3,4 პასი და 2,1 ბლოკია. 

დონჩიჩმა 7-წლიანი ამერიკული კარიერა „დალასში’’ გაატარა, მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში 22 მატჩში საშუალოდ მის აქტივში 28,1 ქულა, 8,3 მოხსნა და 7,8 პასი იყო. დონჩიჩი „დალასში’’ გადასვლამდე მადრიდის „რეალის'' წევრი იყო (2015-18).

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
3 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი | ბითაძემ იუტასთან სასტარტო ხუთეულში ითამაშა
3 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი | ბითაძემ იუტასთან სასტარტო ხუთეულში ითამაშა