“პირველი რაუნდი ჩემი იყო“ - ადესანია იმავოვთან დამარცხების შემდეგ
საუდის არაბეთში, UFC Fight Night-ის ღონისძიების მთავარი მოვლენა საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლების, ფრანგი ნასურდინ იმავოვისა და ნიგერიელი ისრაელ ადესანიას დაპირისპირება იყო. მეორე რაუნდში იმავოვმა ნიგერიელი ექსჩემპიონი დაანოკაუტა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ, ლეგენდარულმა ადესანიამ დუმილი დაარღვია და კომენტარი გააკეთა.
ადესანია:
„ახლა უნდა დავმშვიდდე და მხოლოდ შემდეგ ვიფიქრო რაღაცებზე. პირველ რიგში დასვენება მსურს. მინდა იმ თანაგუნდელებს დავეხმარო, ვისი ბრძოლაც ახლოვდება. იმედგაცრუებული ვარ იმით, თუ როგორ წარიმართა ბრძოლა.
ვფიქრობ, პირველი რაუნდი ჩემი იყო, მაგრამ მეორეში უშანსოდ დავმარცხდი. მძულს ის ფაქტი, რომ ჩემი გუნდი და გულშემატკივრები ახლა იმედგაცრუებულები არიან. მიუხედავად ამისა, ვგრძნობ, რომ ჩემით ისევ ამაყობენ, რადგან ძალიან დიდი შრომა მაქვს ჩადებული.
იმავოვი ჩემი დამარცხებით უნდა ამაყობდეს. პირველ რაუნდში ყველაფერს ვაკონტროლებდი. მის დარტყმებზე ალბათ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამემახვილებინა. დასვენება არ მინდოდა, რადგან ვიცოდი, რომ ის დაღლილი იყო.“
შეგახსენებთ, რომ ამ ბრძოლის შემდეგ იმავოვს MMA-ში 16 მოგება და 4 მარცხი დაუგროვდა, ხოლო ადესანიას 24 მოგება და 5 წაგება აქვს.