ნიკა ეგაძე
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი | ეგაძემ მე-4 ადგილი დაიკავა

ესტონეთში გამართული ფიგურული ციგურაობა დასრულდა, სადაც მონაწილეობას ქართველებიც იღებდნენ.

ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს ყინულზე ნიკა ეგაძე ვიხილეთ, რომელიც პროგრამის დაწყებამდე მე-2 ადგილზე იყო და მედლის მოპოვების შესანიშნავი შანსი ჰქონდა, თუმცა ვერ მოახერხა.

ეგაძემ თავისუფალ პროგრამაში 151.91 ქულა დააგროვა და ამით მერვე პოზიციაზე გადაინაცვლა. მან ჯამში 243.87 ქულას მოუყარა თავი და ევროპის ჩემპიონატზე მე-4 ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ამავე ტურნირზე ანასტასია გუბანოვამ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო მეტელკინა/ბერულავას დუეტი ბრინჯაოს დასჯერდა.

მსგავსი სიახლეები