გოგა ბითაძე
Aa
Aa

3 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი | ბითაძემ იუტასთან სასტარტო ხუთეულში ითამაშა

NBA-ში „იუტა ჯაზმა’’ შინ „ორლანდო მეჯიქს’’ 113-99 მოუგო. „ორლანდო მეჯიქი'' ზედიზედ მესამედ დამარცხდა, ბოლო ხუთი მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო.

სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ჯამალ მოსლიმ გოგა ბითაძე სასტარტო ხუთეულში დააყენა, 25 წლის ქართველმა კალათბურთელმა 15:54 წუთში 3 ქულა ჩააგდო, 8 მოხსნა და 3 პასი შეასრულა.

შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი გოგას გერმანელი თანაგუნდელი ფრანც ვაგნერი იყო, რომელმაც 37 ქულა ჩააგდო.

რეგულარულ ჩემპიონატში „ორლანდო მეჯიქმა’’ 50-დან 24 მატჩი მოიგო, 26 დათმო. გოგას გუნდი მომდევნო შეხვედრას „გოლდენ სტეიტთან’’ 4 თებერვალს გამართავს (07:00).

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის 5 ქულა ყოფილ გუნდთან - სპურსმა მილუოკის მოუგო
მამუკელაშვილის 5 ქულა ყოფილ გუნდთან - სპურსმა მილუოკის მოუგო