კარლო ანჩელოტი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“თამაშს ვაკონტროლებდით“ - ანჩელოტი ესპანიოლთან წაგების შემდეგ

ლა ლიგის მორიგ ტურში სენსაცია დაფიქსირდა. მადრიდის რეალი ესპანიოლს ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ანჩელოტი:

„რთული მატჩი იყო. რაღაცები კარგად გავაკეთეთ, 20-ჯერ დავარტყით და შეხვედრას ვაკონტროლებდით. რომერო? ვიდეო რეფერი იმისთვის არის, რომ ფეხბურთელები დაიცვას. წარმოუდგენელია, რომ ეს წითელი ბარათი არ იყო. არ ჩათვლილი გოლი? გვითხრეს, რომ მბაპე დაჯარიმდა, მაგრამ ამის თქმაც რთულია.

ზოგადად არ მიყვარს მსაჯებზე საუბარი, თანაც მაშინ, როცა ეს მადრიდის რეალს ეხება. ბურთის მომწოდებელი ბიჭი? არც ამაზე მსურს კომენტარის გაკეთება. ესპანიოლმა კარგად ითამაშა, ბევრს მუშაობენ და წარმატებას აღწევენ. ჩვენ წინ უნდა წავიწიოთ და განვვითარდეთ. რუდიგერის ტრავმა? კუნთზე აქვს პრობლემა. ვნახოთ რა იქნება. ჩვენ ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ.“

შეგახსენებთ, რომ ამ წაგების შემდეგ, რეალსა და მეორე ადგილოსან ატლეტიკოს შორის ქულათა სხვაობა ერთამდე შემცირდა. ბარსელონას კი კარგი შანსი აქვს, რომ ლიდერ ბლანკოსთან ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამციროს.

ცნობისთვის, სამეფო კლუბს საკმაოდ რთული კალენდარი აქვს. მადრიდული გრანდი 5 იანვარს კოპა დელ რეის ეგიდით ლეგანესს უმასპინძლებს, 8 იანვარს ლა ლიგაში ატლეტიკოს საკუთარ კედლებში შეხვდება, ხოლო 11 იანვარს ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერ სიტის ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„შემტევებით კმაყოფილი ვარ, დემბელე ფენომენალურია“ - ლუის ენრიკე
„შემტევებით კმაყოფილი ვარ, დემბელე ფენომენალურია“ - ლუის ენრიკე