ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

დუბლის შესრულებასთან ახლოს იყო | დავითაშვილის მე-7 გოლი ლიგა 1-ში

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-20 ტურში „სენტ-ეტიენის’’ ქართველმა შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა „ლილთან’’ გასვლით მატჩში ანგარიში პენალტის ნიშნულიდან მე-6 წუთზე გახსნა. ზურიკომ პენალტი თავად მოიპოვა, როცა მეტოქეს ბურთი აართვა და საჯარიმოში დრიბლინგით შეიჭრა. ეს მისი მე-7 გოლია ლიგა 1-ში.

დავითაშვილი საფრანგეთის ელიტარულ ჩემპიონატში სადებიუტო სეზონს ატარებს, 19 მატჩში 7 გოლის გარდა 2 საგოლე პასი შეასრულა.

32-ე წუთზე ჯონათან დავიდმა ანგარიში გაათანაბრა, 48-ე წუთიდან „სენტ-ეტიენი’’ 10 ფეხბურთელით თამაშობდა.

56-ე წუთზე ზურიკოს დუბლის შესრულება შეეძლო, მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა, თუმცა ვერ გაიტანა, მეკარემ აუღო.

 

87-ე წუთზე დავითაშვილი შეცვალეს, როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. მეორე ტაიმში „ლილმა'' 10-კაციანი „სენტ-ეტიენი'' გატეხა, ოსამე საჰრაუისა (2)  და გუდმუდსონის გოლებით საბოლოოდ 4:1 გაიმარჯვა.

საფრანგეთის ლიგა 1-ში „სენტ-ეტიენმა'' 20 ტურში 18 ქულა დააგროვა და 18-გუნდიან ლიგაში მე-15 ადგილზეა. მომდევნო ტურში მე-16 ადგილზე მყოფ „რენის'' მიიღებს (8 თებერვალი).

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას პირველი გამარჯვება პსჟ-ში | ენრიკემ კვარა 58-ე წუთზე შეცვალა
ხვიჩას პირველი გამარჯვება პსჟ-ში | ენრიკემ კვარა 58-ე წუთზე შეცვალა