უსმან დემბელე, ლუის ენრიკე
Aa
Aa

„შემტევებით კმაყოფილი ვარ, დემბელე ფენომენალურია“ - ლუის ენრიკე

ლიგა 1-ის მე-20 ტურში „ბრესტის“ დამარცხების შემდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ენრიკემ შეაქო უსმან დემბელე, რომელმაც ზედიზედ მეორე მატჩში („შტუტგარტთან“ და „ბრესტთან“) ჰეთ-თრიკი გაიფორმა.

რა თქვა ლუის ენრიკემ:

„დღევანდელი მატჩი მომეწონა, ორივე გუნდი გახსნილ ფეხბურთს თამაშობდა, „ბრესტის“ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, მაშინაც კი, როდესაც ორბურთიან უპირატესობას ფლობ.

შეტევის ხაზით კმაყოფილი ვარ, პოზიტიური დინამიკა გვაქვს, მაგრამ სეზონის განმავლობაში აუცილებლად იქნება რთული მომენტები, როდესაც ფეხბურთელებმა თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა აჩვენონ. კრიტიკას ვიღებ და იმედი მაქვს, რომ ამ რიტმს შევინარჩუნებთ, მაგრამ ვიცი, რომ სეზონი გრძელია და ყოველთვის არის პიკური პერიოდები და ჩავარდნები.

როცა დემბელე მეტოქის კარის წინ სიმშვიდეს ინარჩუნებს, მას ბადალი არ ჰყავს და ნებისმიერი პოზიციიდან შეუძლია გატანა, თავითაც კი. ის ფენომენალური ფეხბურთელია. ახლა პრესა მას მარადონად აქცევს. მიხარია, რომ ის ძალიან კარგ ფორმაშია. დემბელეს შეუძლია გახდეს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც სურს“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ბრესტის“ წინააღმდეგ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ლუის ენრიკემ ის 58-ე წუთზე შეცვალა, როდესაც ანგარიში პარიზელთა სასარგებლოდ 2:1 იყო.

ქართველმა შემტევმა პსჟ-ში მეორე მატჩი ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა, „რეიმსთან'' სადებიუტო მატჩში მის აქტივში საგოლე პასი იყო.

პარიზულმა გუნდმა 20 ტურში 50 ქულა დააგროვა, ლიდერია და მეორეადგილოსან „მარსელს'' 13 ქულით უსწრებს („მარსელს'' მარაგში ერთი მატჩი აქვს). ლიგა 1-ის მომდევნო ტურში პსჟ „მონაკოს'' მიიღებს, მატჩი 8 თებერვალს, 00:05 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore - ცნობილია პსჟ-ს ფეხბურთელების შეფასება
Sofascore - ცნობილია პსჟ-ს ფეხბურთელების შეფასება