Sofascore - ცნობილია პსჟ-ს ფეხბურთელების შეფასება
ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენი ბრესტს ესტუმრა და 5:2 დაამარცხა. ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ბურთი კარს ახლო მანძილიდან ააცილა.
მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა ლუის ენრიკეს ფეხბურთელები შეაფასა. სამწუხაროდ, კვარაცხელიამ ყველაზე დაბალი შეფასება 6.4 მიიღო.
Sofascore:
დონარუმა(7.4), ჰაკიმი(7.2), პაჩო(6.5), მენდეში(7.4), ლი(7.0), ვიტინია(7.0), რუისი(6.8), კვარაცხელია(6.4), დემბელე(9.0), ბარკოლა(6.5), დეზირე დუე(7.1), გონსალუ რამუში(8.5), ლუკას ერნანდესი(6.6), სენი მაილუ(6.8).
შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენს უახლოეს პერიოდში ბრესტთან კიდევ 2 მატჩის გამართვა მოუწევს, მაგრამ ამჯერად ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინში. იქამდე კი ლუის ენრიკეს გუნდი საფრანგეთის ლიგა 1-ში მონაკოს უმასპინძლებს.
კვარაცხელიას მომენტები VS ბრესტი