პირველი მედალი პარიზიდან - მარგველაშვილი ბრინჯაოს დაეუფლა
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ძიუდოში გრანდ სლემი მიმდინარეობს, სადაც რა თქმა უნდა, მონაწილეობას საქართველოს ნაკრები იღებს.
სულ ცოტა ხნის წინ, ქართულმა დელეგაციამ პირველი მედალი მოიპოვა. -66კგ კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ პარიზის გრანდ სლემის პირველ დღეს უმედლოდ ლაშა შავდათუაშვილი, თემურ ნოზაძე, ჯაბა პაპინაშვილი და მიხეილ ბახბახაშვილი დარჩნენ.