ნაპოლი, პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

კონტე: “კვარას სახით ჩემპიონი დაგვაკლდა“

სერია ა-ს მორიგ ტურში ნაპოლი რომას დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ანტონიო კონტეს კვლავ ხვიჩა კვარაცხელიაზე ჰკითხეს.

რა თქვა კონტემ?

„მოგვარდა, თუ არა კვარას შეცვლის პრობლემა? ეს განზოგადებული კონცეფციაა, როცა კლუბში არის პრობლემა, მის მოგვარებას ვერ დაელოდები. ეს ბევრ კლუბში ხდება. გამუდმებით ვამბობდი, რომ სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდი უნდა გაძლიერდეს და პირიქით დასუსტება არ მოხდეს.

ხვიჩას სახით მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დავკარგეთ და ის ამ მომენტისთვის შეცვლილი არ არის. ყველაფერი კარგად არის, მაგრამ თვალებში ნაცარი არ უნდა შევიყაროთ. ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი წავიდა. ამას მისი სატრანსფერო ღირებულებაც მოწმობს. სხვებიც წავიდნენ, მაგრამ ისინი შევცვალეთ, ხვიჩა ვერ. ვერავინ იტყვის დავსუსტდით თუ გავძლიერდით, მაგრამ დაგვაკლდა ჩემპიონი, რომელმაც სეზონის პირველი ნახევარი აქ გაატარა.“

შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენმა კვარაცხელიას სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადა. ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლურ კლუბში 2022 წელს გადავიდა. 2022 წლიდან 2025 წლამდე ხვიჩამ ნაპოლის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 107 მატჩში მოირგო, 30 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველი ბენზემა რომაში - მიქაუტაძე რანიერის სურს
ქართველი ბენზემა რომაში - მიქაუტაძე რანიერის სურს