ვინისიუს ჟუნიორი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“იმედი მაქვს, რეალში კიდევ მრავალი წელი ვითამაშებ“ - ვინისიუსმა ჭორები უარყო

ბოლო პერიოდში არაბული კლუბები ვინისიუს ჟუნიორის მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდნენ. რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ალ ჰილალმა მადრიდის რეალს ოფიციალური წინადადებით მიმართა.

არაბებმა სამეფო კლუბს ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის სანაცვლოდ 350 მილიონი ევრო შესთავაზა, ხოლო თავად ფეხბურთელს 1 მილიარდი ევრო.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინისიუს ჟუნიორი რეალის ოფიციალურ გვერდს ესაუბრა და გუნდიდან წასვლა გამორიცხა.

ვინისიუსი:

„იმედი მაქვს, ამ გუნდთან ერთად კიდევ მრავალი წელი ვითამაშებ. პრეზიდენტს ჩემი ბავშვობიდან სჯეროდა. მაშინაც კი, როცა არავინ მიცნობდა. ფლორენტინო პერესს ძალიან ვაფასებ და მისგანაც იგივეს ვგრძნობ. ის ყოველთვის ამბობდა, რომ მადრიდში სამუდამოდ ვითამაშებ.“

შეგახსენებთ, რომ ბლანკოსმა ვინისიუსი 2018 წელს ფლამენგოდან 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

ბრაზილიელმა შემტევმა დღემდე ყველა ტურნირზე ერთად, რეალის შემადგენლობაში 291 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 101 გოლი გაიტანა და 83 საგოლე გადაცემა შეასრულა.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანტოსმა დაადასტურა - ნეიმარი სამშობლოში დაბრუნდა
სანტოსმა დაადასტურა - ნეიმარი სამშობლოში დაბრუნდა