ვაჟა მარგველაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი
Aa
Aa

პარიზის გრანდ სლემი - მარგველაშვილი და ლიპარტელიანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გრანდ სლემი დაიწყო, სადაც მონაწილეობას, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრები იღებს.

ქართულ დელეგაციას პირველივე დღეს მედლის მოპოვების შანსი აქვს, თუმცა მხოლოდ ბრინჯაოსი.

-57 კგ კატეგორიის რეპეშაჟში ეთერ ლიპარტელიანმა იაპონელი მიკა ადაჩი ვაზარით დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

-66კგ კატეგორიაში, ფინალში გასვლის კარგი შანსი ჰქონდა ვაჟა მარგველაშვილს, თუმცა ნახევარფინალში დამარცხდა და ისიც ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.

შეგახსენებთ, პარიზის გრანდ სლემის პირველ დღეს უმედლოდ ლაშა შავდათუაშვილი, თემურ ნოზაძე, ჯაბა პაპინაშვილი და მიხელ ბახბახაშვილი დარჩნენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი პოლონეთთან - საქართველოს ნაკრები მეორე დივიზიონში დარჩა
მარცხი პოლონეთთან - საქართველოს ნაკრები მეორე დივიზიონში დარჩა