ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, პარი სენ-ჟერმენი
Aa
Aa

რატომ არ იყიდა ლივერპულმა კვარა - რას ამბობს ჯეიმს პირსი

ცნობილი ბრიტანული ვებგვერდი Rousing The Kop-ი, რომელიც „ლივერპულის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებს აშუქებს, „ნაპოლიდან“ „პარი სენ-ჟერმენში“ გადასულ ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს და განმარტავს, რატომ არ გადავიდა ქართველი მერსისაიდულ კლუბში, რომელიც მისი დამატებით ასევე ინტერესდებოდა.

გამოცემის ცნობით, როცა ცნობილი გახდა, რომ კვარას „ნაპოლის“ დატოვება სურს, „ლივერპულმა“ მის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო, თუმცა პარიზელებმა სწრაფად იმოქმედეს და „პარტენოპეისთან“ შეთანხმებას მიაღწიეს.

ჟურნალისტ ჯეიმს პირსის ინფორმაციით, „ლივერპულის“ ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ თანხა, რომელსაც კვარას სანაცვლოდ „ნაპოლი ითხოვს, ზედმეტად დიდია იმისათვის, რომ ორ კლუბს შორის ტრანსფერის საკითხზე მოლაპარაკებები დაწყებულიყო.

რას ამბობს ჯეიმს პირსი:

„თავდაპირველად კვარას მიმართ „ლივერპულის“ ინტერესის თაობაზე ინფორმაცია ჟურნალისტმა, დევიდ ორნშტეინმა გაავრცელა. იანვარში ხშირად ვრცელდება უსაფუძვლო ჭორები, ვინაიდან, როგორც წესი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბები ნაკლებად აქტიურები არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში ინფორმაცია რეალური იყო.

„ლივერპულს“ კვარას თამაში მოსწონს, მათ ქართველის დამატება სურდათ, თუ „ნაპოლი“ მას გაუშვებდა, მაგრამ ეს არაა ის პოზიცია, რომლის გაძლიერებასაც „წითლების“ ხელმძღვანელობა აუცილებლობად მიიჩნევს. „ლივერპულმა“ გადაწყვიტა, რომ „პარი სენ-ჟერმენთან“ ფინანსურ კონკურენციაში ვერ შევა“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ „ნაპოლიმ“ „პარი სენ-ჟერმენისგან“ 75 მილიონი ევრო მიიღო. კვარამ პარიზელთა რიგებში სადებიუტო მატჩის ჩატარებაც მოასწრო და „რეიმსთან“ შეხვედრაში საგოლე გადაცემაც მიითვალა (1:1).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რაიმე განსაკუთრებული თუ არ ჩაიდინა - ვორმისთვის მამარდა უშანსოდ არის
რაიმე განსაკუთრებული თუ არ ჩაიდინა - ვორმისთვის მამარდა უშანსოდ არის