ალექს პერეირა, მაგომედ ანკალაევი, დენიელ კორმიე
Aa
Aa

ის ჩემთვის ცალსახა ფავორიტია - კორმიე პერეირა-ანკალაევის ბრძოლაზე

9 მარტს გასამართ UFC 313-ის ღონისძიებას ყველა მოუთმენლად ელის, რადგან მეინ-ქარდის მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს ქვემძიმე წონის ბრაზილიელი ჩემპიონი ალექს პერეირა და დაღესტნელი მებრძოლი მაგომედ ანკალაევი დაუპირისპირდებიან. ბევრი თვლის, რომ პერეირას ისეთი მეტოქე აქამდე არ შეხვედრია, რომელიც ანკალაევის დონის მოჭიდავე იქნებოდა, თუმცა ამ აზრს კატეგორიულად არ ეთანხმება დენიელ კორმიე და საკმაოდ თამამ პროგნოზებს აკეთებს.

„ამ შეხვედრაში ჩემთვის ალექსი ცალსახა ფავორიტია. აღარ დავეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ პერეირას მწირი გამოცდილება აქვს და ჭიდაობაში ისეთი მაგარი არ არის, როგორც ანკალაევია. მეყოფა და იმასაც ვნანობ, რომ ადრე ბრაზილიელს სათანადოდ არ ვაფასებდი. მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ გალიაში უზომოდ დამაჯერებელია და საერთოდაც, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია.

რამდენიმე თვის წინ, ისლამ მახაჩევთან ჩაწერილი ინტერვიუს დროს, კორმიემ მას უთხრა, რომ ერთი წელი ჭიდაობაში ვარჯიშის შემთხვევაში, ალექს პერეირა ოლიმპიური ჩემპიონი გახდებოდა, რაზეც მახაჩევმა განუცხადა, რომ მას ბრაზილიელზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს და როგორცკი პერეირას მის თანამემამულე მაგომედ ანკალაევს შეახვედრებენ, მაშინვე პრობლემები შეექმნება. რომელი მათგანის პროგნოზი უფრო მართებული იყო, ეს სულ მალე გაირკვევა.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
შედგება თუ არა ასპინალი-ჯონსის ბრძოლა - დენა უაითის განმარტება
შედგება თუ არა ასპინალი-ჯონსის ბრძოლა - დენა უაითის განმარტება