მაიკლ ჩენდლერი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

ცარუკიანისთვის ვემზადები - ჩენდლერის გეგმები

კონორ მაკგრეგორთან ბრძოლის გამართვისა და მისი დამარცხების შემთხვევაში, მაიკლ ჩენდლერს ბევრი რამის დამტკიცება შეეძლო, თუმცა მისდა სამწუხაროდ, ჩხუბამდე 16 დღით ადრე, ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ირლანდიელმა თითი მოიტეხა და შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებმა სერიოზული სანახაობის ნახვის შანსი დაკარგეს. როდის დაუბრუნდება ოქტაგონს 38 წლის ჩენდლერი და ვინ შეიძლება იყოს მისი მომდევნო მეტოქე, ამის შესახებ მან დეტალურად ისაუბრა.

„ვფიქრობ, არმან ცარუკიანთან მომიწევს შეხვედრა. დენა უაითმა მითხრა, რომ სომეხს ტიტულის პრეტენდენტობა ისევ სურს და პოზიციების განმტკიცება თუ უნდა, ჯერ ჩემთან გამარჯვება უნდა მოიპოვოს. ჩარლზ ოლივეირა ჩემი მომავალი მეტოქე ნამდვილად არ იქნება. ასახელებენ პედი პიმბლეტს ვარიანტსაც და ეს მხიარული ჩხუბი იქნება. ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან, UFC-ის ჩემპიონი გავხდები“.

შეგახსენებთ, რომ მაიკლ ჩენდლერი Bellatore-ს ყოფილი ჩემპიონია და ის ქართველი მებრძოლების მიმართ კარგი დამოკიდებულებით გამოირჩევა - რამდენიმე თვის წინ მან ილია თოფურიას UFC-ის საუკეთესო სტრაიკერი უწოდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“დაბრუნდი დაღესტანში, თუ დურკისტანში“ - სტრიკლენდი მახაჩევს წონის შეცვლას არ ურჩევს
“დაბრუნდი დაღესტანში, თუ დურკისტანში“ - სტრიკლენდი მახაჩევს წონის შეცვლას არ ურჩევს