საბა ფურცელაძე, ალექსანდრე ბაკში
Aa
Aa

მარცხი პოლონეთთან - საქართველოს ნაკრები მეორე დივიზიონში დარჩა

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებისთვის დევისის თასის მსოფლიოს პირველ ჯგუფში გადასასვლელი პლეი ოფი წარუმატებლად დასრულდა. ჩვენი ქვეყნის ეროვნულმა გუნდმა პოლონელებთან საერთო ანგარიშით 0:3 წააგო და მეორე დივიზიონში დარჩა. გუშინ განცდილი ორი მარცხის შემდეგ, დღეს  წყვილთა შორის გასამართ პირველივე მატჩში წარუმატებლობის შემთხვევაში, ერთეულებს შორის დარჩენილი ერთი თამაში ფორმალური მნიშვნელობის ხდებოდა და შესაძლოა მხოლოდ საერთო ანგარიშში სხვაობა შემცირებულიყო.

სამწუხაროდ ასეც მოხდა და ალექსანდრე ბაკშისა და ზურა ტყემალაძის დუეტი იან ზიელინსკისა და კარლ დრზევიეცკის წყვილთან ორ სეტში, 5:7, 1:6 დამარცხდა. ქართველებმა მოწინააღმდეგებს ბრძოლა მხოლოდ პირველ სეტში გაუმართეს, როდესაც 5:5 ფიქსირდებოდა ანგარიში, მაგრამ საბოლოოდ პოლონელებმა სიტუაციის გამოსწორება შეძლეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ერთეულთა თანრიგში ბაკში კამილ მაცრჟიაკთან ორ სეტში, 3-6, 6-7 დამარცხდა, ხოლო საბა ფურცელაძემ მაქს კასნიკოვსკითან სამ სეტში, 3-6, 7-5, 4-6 წააგო.

ამგვარად, დევისის თასის მსოფლიოს პირველ ჯგუფში, სადაც საუკეთესო 18 გუნდია თავმოყრილი, პოლონეთის ნაკრები გადავიდა, საქართველოს ეროვნული გუნდი კი მეორე დივიზიონში დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრავმის გამო ჩაეხსნა - ბასილაშვილმა რუბლევთან მატჩი ვერ დაასრულა
ტრავმის გამო ჩაეხსნა - ბასილაშვილმა რუბლევთან მატჩი ვერ დაასრულა