დენა უაითი, ჯონ ჯონსი, ტომ ასპინალი
Aa
Aa

შედგება თუ არა ასპინალი-ჯონსის ბრძოლა - დენა უაითის განმარტება

UFC-ის მორიგი ღონისძიების გამართვამდე, ყველაზე პრესტიჟული საბრძოლო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დენა უაითმა დიდი პრეს კონფერენცია მოაწყო, სადაც მედიის წარმომადგენლების ინტერესი თითქმის ყველა საკითხზე დააკმაყოფილა. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა მძიმე წონაში ჯონ ჯონსისა და ტომ ასპინალის შესაძლო დაპირისპირებაა, რომლის გამართვის ალბათობაზეც უაითმა დეტალურად ისაუბრა.

რას ამბობს უაითი

სანამ წინასწარ რაიმეს იტყვით, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ კვირაში არაფრის ანონსი არ იქნება. შეიძლება თუ არა რომ ტომისა და ჯონის შეხვედრა ზაფხულში ვიხილოთ? რა თქმა უნდა, 100 პროცენტით შეიძლება. თუმცა, თუ ვერ შევძელით ამ ჩხუბის ორგანიზება, მაშინ როგორც ასპინალისთვის, ასევე ჯონსისთვის ახალ მეტოქეს გამოვძებნით. გუშინ დილის ექვს საათამდე მატჩმეიქერებთან ვსაუბრობდი და ვაპირებთ ისეთი ბრძოლის ჩანიშვნას, რომელიც ყველა დროის ყველაზე საინტერესო დაპირისპირებად უნდა იქცეს.

შეგახსენებთ, რომ ჯონსმა უკანასკნელ ოთხ წელიწადში მხოლოდ ორჯერ იჩხუბა და ბოლოს ოქტაგონზე გასული წლის ნოემბერში გავიდა, როდესაც სტიპე მიოჩიჩი მესამე რაუნდში ნოკაუტში გაგზავნა და საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მიოჩიჩი ნოკაუტით დაამარცხა - ჯონ ჯონსის დიდებული გამარჯვება
მიოჩიჩი ნოკაუტით დაამარცხა - ჯონ ჯონსის დიდებული გამარჯვება