LeParisien: უპრეცედენტო შემტევი ტრიოს მოლოდინში
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინში მოხვედრის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს დახმარება უკვე ევროსარბიელზეც შეუძლია და ლუის ენრიკეს შეტევაში ცვლილებების მოხდენა მოუწევს.
ყველა ელოდება, თუ როგორ არჩევანს გააკეთებს ესპანელი სპეციალისტი. ფრანგული leparisien-ი სწორედ ამის შესახებ წერს და დღევანდელ შეხვედრაში ახალი შემტევი ტრიოს გამოჩენას აანონსებს.
„კვარაცხელიას ამიერიდან უფლება აქვს პსჟ-ს ყველა შეხვედრაში დაეხმაროს. ამიტომ, ლუის ენრიკე რატომ არ მისცემს თავს უფლებას და გიჟურ შემტევ ტრიოს - დემბელე, ბარკოლა, კვარაცხელიას აირჩევს. უპრეცედენტოსა და პერსპექტიულს.
კვარასა და ბარკოლას ყველაზე მეტად მარცხენა ფლანგზე თამაში მოსწონთ. თუმცა ბრედლის მარჯვნივაც შეუძლია იმოქმედოს, დემბელე კი ამ სეზონში ცენტრში (ცრუ ცხრიანი) მის ახალ ღერძულ როლს სულ უფრო მეტად აფასებს. ამიტომ, შაბათს ბრესტში ამ სამეულის გაერთიანება უნდა ვიხილოთ.
ნევეშისა და ზაირ ემერის მცირე ტრავმების ფონზე, ნახევარდაცვის ტრიო ფაბიან რუისთან და ვიტინიასთან ერთად, შესაძლოა „მისტერ დინამიტმა“ დეზირე დუემ შეავსოს.
ლუის ენრიკეს ამის შემდეგ, შუა კვირაში ლე მანთან სათასო მატჩი ელის, შემდეგ კი ლიგა 1-ში მონაკოსთან დაპირისპირება. ესპანელს როტაციის საშუალება ექნება“.
- წერს ფრანგული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ დღეს „ბრესტი“ პსჟ-ს მატჩი 20:00-ზე დაიწყება.