ნიკ კირიოსი, იანიკ სინერი
Aa
Aa

დოპინგთან დაკავშირებული ვიდეო გამოაქვეყნე - კირიოსი ისევ სინერზე საუბრობს

იანიკ სინერის ცხოვრებასა თუ კარიერაში სიახლე არაფერი ხდება ისე, რომ ამას ნიკ კირიოსი არ გამოეხმაუროს. იტალიელმა გუშინ საკუთარი Youtube-არხის პრეზენტაცია მოაწყო და პირველი ვიდეოც ატვირთა, სადაც ავსტრალიის ღია პირველობაზე მისი მონაწილეობით საუკეთესო მომენტები იყო გაერთიანებული.

პრეზენტაციიდან რამდენიმე საათში კი, ავსტრალიელმა მოკლე სტატუსი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, სადაც სინერს ირონიულად მოუწოდა, რომ 2025 წლის პირველი დიდი სლემის მატჩების მიმოხილვების ნაცვლად, აჯობებდა ერთი წლის წინ, ანტისადოპინგო სააგენტოში მომხდარი ამბები და ჩატარებული სხდომების ვიდეოები გამოექვეყნებინა.

იტალიელი ჩოგბურთელი დოპინგზე 2024 წლის მარტში, ინდიან უელსის ტურნირის დროს ჩავარდა, როდესაც მის სისხლში ანდროგენული სტეროიდი კლოსტებოლი აღმოაჩინეს. თუმცა, სადისციპლინო კომისიის გადაწყვეტილებით, მას მხოლოდ 400 სარეიტინგო ქულა ჩამოაკლეს და ჯარიმის სახით 300 ათასი ევრო გადაახდევინეს, რის გამოც ამ დრომდე როგორც კირიოსი, ასევე სხვა რამდენიმე ჩოგბურთელი უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალკარასს გაუსწრო - სინერის სამიდან სამი
ალკარასს გაუსწრო - სინერის სამიდან სამი