“დაბრუნდი დაღესტანში, თუ დურკისტანში“ - სტრიკლენდი მახაჩევს წონის შეცვლას არ ურჩევს
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი შონ სტრიკლენდი ხმაურიანი და რადიკალური განცხადებების ხშირად გაკეთებით არ გამოირჩეოდა. თუმცა, ამჯერად ტრადიცია დაარღვია და როგორც ჩანს, ისლამ მახაჩევის სურვილმა, წონის შეცვლასთან და მათ დივიზიონში ასვლასთან დაკავშირებით, საკმაოდ გააღიზიანა, რის გამოც დაღესტნელი მებრძოლისთვის შეურაცხყოფის მიყენებას არ მოერიდა.
რას ამბობს სტრიკლენდი
შენ პატარა ბიჭი ხარ და ჩემთან სათანადოდ შებრძოლებას ვერ შეძლებ. დამიჯერე, ეს არასოდეს მოხდება. უბრალოდ დაბრუნდი შენ დაღესტანში თუ დურკისტანში და სიმშვიდე შეინარჩუნე. რამდენი რეკორდიც არ უნდა დაამყარო მსუბუქ წონით დივიზიონში, საშუალო წონაში შენთვის ადგილი არ გამოიძებნება.
შეგახსენებთ, რომ UFC 311-ზე რენატო მოიკანოს დამარცხების შემდეგ, 33 წლის მახაჩევმა ქამარი მეოთხედ დაიცვა, რაც მსუბუქ წონაში სარეკორდო მაჩვენებელია. კიდევ ერთი გამარჯვების შემთხვევაში კი, ზედიზედ მოგებული ბრძოლების რაოდენობით, ისლამი ანდერსონ სილვას (16) მიღწევას გაიმეორებს.