სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილის 5 ქულა ყოფილ გუნდთან - სპურსმა მილუოკის მოუგო

NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს „სან ანტონიომ“ საკუთარ დარბაზში სანდრო მამუკელაშვილის ყოფილი კლუბი, „მილუოკი“ 26-ქულიანი სხვაობით, 144:118 დაამარცხა, ქართველმა კალათბურთელმა კი „სპურსის“ რიგებში კვლავაც შეზღუდული სათამაშო დრო მიიღო. თუმცა, როგორც წლევანდელ სეზონში ხშირად ხდება, მამუმ წუთები მაქსიმალურად გამოიყენა და დაამტკიცა, რომ როცა ენდობიან, გუნდისთვის მაქსიმალურად სასარგებლო მოთამაშეა.

მამუკელაშვილმა პარკეტზე მხოლოდ 3 წუთი გაატარა და 5 ქულასთან ერთად, 1 დაფარება დააგროვა. 25 წლის ქართველმა ერთიდან ერთი სამქულიანი და ორიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან სროლის საშუალება კი ერთხელაც არ მისცემია. რაც შეეხება მატჩის ყველაზე შედეგიან მოთამაშეეებს, მასპინძლებისა და სტუმართა ვარსკვლავებმა, ვიქტორ ვემბანიამამ (30 ქულა, 14 მოხსნა) და იანის ანტენტოკუმპომ (35 ქულა, 14 მოხსნა) ორმაგი დუბლები ჩაიწერეს აქტივში.

45 თამაშის შემდეგ 21 მოგებითა და 24 წაგებით „სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეთორმეტე ადგილზეა. მომდევნო მატჩს სანდრო მამუკელაშვილი და მისი თანაგუნდელები 2 თებერვალს, „მაიამი ჰიტისთან“ გამართავენ, რომელიც თბილისის დროით, დილის ექვსის ნახევარზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოგება ხელიდან ჩვენ თვითონ გავუშვით“ - ბითაძე მაიამისთან მარცხზე
„მოგება ხელიდან ჩვენ თვითონ გავუშვით“ - ბითაძე მაიამისთან მარცხზე