გრანადა, გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

წიტაიშვილმა გაიტანა | გრანადამ ელდენსე დაამარცხა

ლა ლიგა 2-ის 25-ე ტურში „გრანადა“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი იცავს, სტუმრად „ელდენსეს“ დაუპირისპირდა და 3:0 გაიმარჯვა.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე გაიხსნა - სტუმართა ახალწვეულმა, სტოიჩკოვმა, რომელიც ანდალუსიელებს „ალავესიდან“ ერთი კვირის წინ შეუერთდა, ლამაზი შორეული დარტყმით „გრანადა“ დააწინაურა. 51-ე წუთზე თავის გამოჩენის კარგი შანსი წიტაიშვილს ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმა მცველმა დაბლოკა. 62-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა „გრანადას“ სწრაფი კონტრშეტევა დააგვირგვინა და სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა. მესამე გოლი კი „გრანადამ“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა - გოლი მიგელ ანხელ ბრაუს, ასისტი კი რიკარდ სანჩესის ანგარიშზეა.

წიტაიშვილმა მატჩი სრულად ჩაატარა და Sofascore-ისგან 7,4-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 1 გოლი, 31 შეხება ბურთთან, 12-დან 12 ზუსტი პასი (100%), 1 საკვანძო პასი, 5-დან 1 ზუსტი ჩაწოდება, 1 დარტყმა კარში, 1 დაბლოკილი დარტყმა, 1 ჩაჭრა, 2 წარუმატებელი დრიბლინგი, 4-დან 1 მოგებული ორთაბრძოლა. გიორგიმ 7-ჯერ დაკარგა ბურთი, წესები ერთხელ დაარღვია, ყვითელი ბარათიც მიიღო, მეტოქეს კი ასევ ერთხელ დაარღვევინა წესები.

წიტაიშვილის გამორჩეული მომენტები:

 

25 მატჩის შემდეგ „გრანადას“ 41 ქულა აქვს და ამ დროისთვის წიტაიშვილის გუნდი ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილის მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „გრანადა“ 8 თებერვალს, შინ „მირანდესის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იბერია 1999-დან დუნაისკა სტრედაში | ცოტნე კაპანაძე სლოვაკეთში ითამაშებს
იბერია 1999-დან დუნაისკა სტრედაში | ცოტნე კაპანაძე სლოვაკეთში ითამაშებს