ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ტრავმის გამო ჩაეხსნა - ბასილაშვილმა რუბლევთან მატჩი ვერ დაასრულა

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე პრესტიჟულ საჩოგბურთო ტურნირს ნიკოლოზ ბასილაშვილი ტრავმის გამო გამოეთიშა. პირველი სეტის ბოლოს, როდესაც 32 წლის ქართველი რუს ანდრეი რუბლევთან 2:5-ს მარცხდებოდა, მან დაზიანების გამო მატჩის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. რუბლევმა უპირატესობა მას შემდეგ მოიპოვა, როდესაც ბასილაშვილის მოწოდებაზე ბრეიკ-პოინტი შეასრულა და ამის შემდეგ მატჩი საკუთარი კარნახით წაიყვანა.

ბასილაშვილი მონპელიეს 250-იანი ტურნირის ძირითადი ბადეში საკვალიფიკაციო ეტაპზე იტალიელი მატეო გიგანტეს, ფრანგი ტიტუან დროგეტის დამარცხებით მოხვდა. ფინალურ ეტაპზე კი ჯერ ყაზახ მიხაილ კუკუშკინს, შემდეგ კი ფრანგ არტურ რინდერკნოჰს აჯობა.

ამ ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში 178-ე ადგილზეა, მისი საუკეთესო შედეგი კი მეთექვსმეტე პოზიცია იყო, რომელსაც 2019 წლისთვის იკავებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კორტზე არასწორი განწყობით გადის - ბეკერი ზვერევის მარცხებზე
კორტზე არასწორი განწყობით გადის - ბეკერი ზვერევის მარცხებზე