კონორ მაკგრეგორი, ხაბიბ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ზარმაცი ცხიმის გროვა ხარ“ - მაკგრეგორი ხაბიბს დაუპირისპირდა

კონორ მაკგრეგორის ოქტაგონზე დაბრუნებას შერეული ორთაბრძოლების გულშემატკივარი დღემდე მოუთმენლად ელოდება. თუმცა, როგორც ჩანს ირლანდიელი ამის გაკეთებას საერთოდ არ აპირებს, ან სანამ გააკეთებს იმ ადამიანების წყობიდან გამოყვანას ცდილობს, რომლებიც მისი მტრები და უშუალო კონკურენტები იყვნენ.

უკანასკნელად კონორმა ეს რამდენიმე საათის წინ შეძლო, როდესაც სოციალურ ქსელში დიდი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ხაბიბ ნურმაგომედოვს შეურაცხყოფა მიაყენა და მასთან კიდევ ერთი ბრძოლის გამართვა შესთავაზა.

კონორ მაკგრეგორი

ბევრჯერ მიფიქრია, ვისთან შეიძლება ვიბრძოლო ოქტაგონზე? ამას ის ბიჭი ვეღარ შეძლებს ხომ? მწვრთნელის სასტვენიანი მსუქანი დაღესტნელი. ნეტავ, ვინ გადაწყვიტა ხაბიბის მთავარი მწვრთნელობა? მამამისს ნამდვილად არ გადაუწყვეტია, რაც დაღესტანში ყველამ კარგად იცის.

დაღესტნელები ხაბიბ ნურმაგომედოვს ზურგსუკან დასცინიან და მას ზარმაცს უწოდებენ. თუ ჩემი სიტყვების გამო თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს, მზად ვარ 100-მილიონიანი საპრიზო ფონდის სანაცვლოდ შევებრძოლო და თუ დამამარცხებს, მთელი ეს თანხა თავის მშობლიურ სოფელს შესწიროს.

თუმცა, მერწმუნეთ ის ამაზე უარს იტყვის. რატომ? იმიტომ რომ ზარმაცი, შეშინებული ცხიმის გროვაა და მას აღარაფრის გაკეთება აღარ შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ოქტომბერში გამართულ ბრძოლაში ხაბიბ ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორი მეოთხე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ირლანდიის შემარცხვენელი ხარ - კონორმა ჰიუზს შეურაცხყოფა მიაყენა
ირლანდიის შემარცხვენელი ხარ - კონორმა ჰიუზს შეურაცხყოფა მიაყენა