ნეიმარი
Aa
Aa

სანტოსმა დაადასტურა - ნეიმარი სამშობლოში დაბრუნდა

ნეიმარი ბრაზილიაში დაბრუნდა და კარიერას მშობლიურ „სანტოსში“ განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაცია „თევზებმა“ ყველა სოციალური ქსელის საშუალებით დაადასტურეს და ცნობას თან თავად ფეხბურთელის კომენტარიც დაურთეს, რომელიც აცხადებს, რომ იმყოფება იქ, სადაც თავს თავისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ყველაზე კარგად გრძნობდა.

როგორც 32 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი აცხადებს, აპირებს პატივი სცეს ერთი წლის წინ გარდაცვლილი თავისი ლეგენდარული თანემემამულის, პელეს მემკვიდრეობას და ამიერიდან „სანტოსის“ რიგებში გატანილი თითოეული გოლი ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს ხსოვნას მიეძღვნება.

ნეიმარი „თევზებში“ 2009 წლიდან 2013 წლამდე ასპარეზობდა და ამ ხნის განმავლობაში ყველა ტურნირზე გამართულ 225 შეხვედრაში თავი 136 გოლითა და 64 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფეხბურთელები სოციალურ ქსელში - კრიშტიანუ ყველაზე მეტს გამოიმუშავებს
ფეხბურთელები სოციალურ ქსელში - კრიშტიანუ ყველაზე მეტს გამოიმუშავებს