კვალიფიკაცია გაიარეს | დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილი მეათეა
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს, მაყურებლების წინაშე სპორტულ ცეკვებში მოასპარეზე წყვილები წარდგნენ და საქართველოს სახელით დიანა დევისი და გლებ სმოლკინი გამოვიდნენ.
ქართულმა წყვილმა საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია და თავისუფალი პროგრამითაც იციგურავებს. დევისმა და სმოლკინმა 73.82 ქულა დააგროვეს - 41.32 ტექნიკურ კომპონენტებში, 32.5 პრეზენტაციაში.
მოკლე პროგრამის შემდეგ, პირველ ადგილს იტალიელები შარლინ გუინარი და მარკო ფაბრი იკავებენ (84.23 ქულა). მეორე ადგილზე ფრანგული წყვილი, ევგენია ლოპარევა და ჟოფრი ბრისო არიან (82.75 ქულა), მესამე პოზიციაზე კი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს ვხედავთ - ლიაია ფიარ და ლუის გიბსონი (81.57 ქულა).
ცნობისთვის, სპორტულ ცეკვებში მედლები ხვალ გათამაშდება, დღეს საღამოს კი, ანასტასია გუბანოვა თავისუფალი პროგრამით წარდგება და ოქროს მედლის აღების შანსი ექნება. მოკლე პროგრამის შემდეგ, ის პირველ ადგილს იკავებს.