ისლამ მახაჩევი, დენა უაითი
Aa
Aa

ძალიან გაუჭირდება - უაითი მახაჩევის გეგმებზე

ისლამ მახაჩევის მომდევნო ბრძოლის შესახებ პრესაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. ეს თემა შერეული ორთაბრძოლების ქართველ გულშემატკივარსაც აინტერესებს, რადგან ილია თოფურიას რამდენჯერმე აქვს ნათქვამი, რომ სამომავლოდ მსუბუქ წონით დივიზიონში ასვლას გეგმავს და შესაბამისად, მის სავარაუდო მეტოქედ დაღესტნელი მებრძოლი მოიაზრება.

თავად მახაჩევსაც არაერთხელ განუცხადებია, რომ თავის დივიზიონში რეალურ კონკურენტად აღარავის მიიჩნევს და ზედა წონაში ანაცვლებასაც არ გამორიცხავს. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით დაუსვეს UFC-ის აღმასრულებელ დირექტორს გუშინ გამართულ პრეს კონფერენციაზე შეკითხვა, რაზეც მას კონკრეტული პასუხი არ გაუცია.

დენა უაითი

მახაჩევს ზედა წონით დივიზიონში ანაცვლება სურს? ამის შესახებ აქამდე არაფერი ვიცოდი და ისლამსაც პირადად ჩემთვის კონკრეტული არაფერი უთქვამს. თუ ის ნახევრადსაშუალო წონაში ასვლას გეგმავს, ამის შესახებ დალაპარაკება შეიძლება, საშუალო წონა კი სულ სხვაა და ძალიან გაუჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ერთი დივიზიონით ზევით ასვლის შემთხვევაში, ისლამ მახაჩევს ბელალ მუჰამადთან მოუწევს დაპირისპირება და რადგან ის მისი ახლო მეგობარია, ამ ნაბიჯის გადადგმისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დენა უაითი UFC-ის ღონისძიების საქართველოში ჩატარებას არ გამორიცხავს
დენა უაითი UFC-ის ღონისძიების საქართველოში ჩატარებას არ გამორიცხავს