ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მოულოდნელი შიდა მსხვერპლი“ - ვის ამოაგდებს კვარა სასტარტოდან?

ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შემდეგ, ფრანგულ პრესაში აქტიურად განიხილავენ, თუ როგორ ფორმირდება პსჟ-ს შემადგენლობა და ვინ ამოვარდება სასტარტოდან.

le10sport-ის ცნობით, კანგ-ინ ლი არის პირველი კანდიდატი, რომელიც სასტარტოში ადგილს დაკარგავს, რადგან პარიზულმა კლუბმა კვარაცხელია გაიფორმა, რომელსაც ბუნებრივია თადარიგში არავინ დატოვებს.

„ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ცხადია, რომ პარიზელთა გასახდელში იერარქიის შეცვლას გამოიწვევს. ასევე მოსალოდნელია „მსხვერპლიც“, რომელიც სასტარტოში ადგილს დაკარგავს.

L'EQUIPE-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის ერთ-ერთი მსხვერპლი კანგ-ინ ლი იქნება. თუმცა სამხრეთ კორეელ ფეხბურთელს იმაში გაუმართლა, რომ უნივერსალია და სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში, თუმცა ამჟამად ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის სასტარტოში წარმოვიდგინოთ“.

- წერს ფრანგული გამოცემა.

გარდა სამხრეთ კორეელისა, კვარას სასტარტოში მოხვედრას სავარაუდოდ დეზირე დუეც შეეწირება, რომელიც ბოლო დროს პარიზელთა შემტევი ტრიოს ნაწილი ხშირად იყო.

აქვე გეტყვით, რომ 1 თებერვალს „ბრესტი“ პსჟ-ს მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბრესტი კარგი გუნდია, რთული მატჩები იქნება“ | ლუის ენრიკე ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინზე
„ბრესტი კარგი გუნდია, რთული მატჩები იქნება“ | ლუის ენრიკე ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინზე