ცოტნე კაპანაძე, დუნაისკა სტრედა
Aa
Aa

იბერია 1999-დან დუნაისკა სტრედაში | ცოტნე კაპანაძე სლოვაკეთში ითამაშებს

„იბერია 1999“-ის მარჯვენა მცველი ცოტნე კაპანაძე კარიერას სლოვაკეთში, „დუნაისკა სტრედაში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ამის შესახებ სლოვაკური კლუბის ვებგვერდზე გავრცელდა.

23 წლის ფეხბურთელმა „დუნაისკა სტრედასთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რის შემდეგაც მხარეები შეთანხმების კიდევ ერთი წლის გახანგრძლივებას შეძლებენ.

„მადლობა დუნაისკა სტრედას კარიერული წინსვლის ამ შესაძლებლობისთვის. ბედნიერი ვარ და მჯერა, რომ ახალ გუნდში არაერთი წარმატებული მატჩი მექნება. ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, შევეცდები, ყოველდღე გავაუმჯობესო ჩემი თამაში.

ჩემი ძლიერი მხარეებია სისწრაფე, ტექნიკა და შეტევაში ჩართვა. გუნდში კარგად დამხვდნენ, მეგობრული დამოკიდებულებაა. მინდა, „დუნაისკა სტრედასთან“ ერთად ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშო“.

ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი „დუნაისკა სტრედას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, იან ვან დაელემაც გააკეთა:

„ცოტნეს წარმატებული სეზონი ჰქონდა, მშობლიურ კლუბთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა. კარიერის იმ ეტაპს მიაღწია, როცა ერთი ნაბიჯი წინ უნდა გადაედგა. ცოტნე უერთდება ჩვენს კლუბს საქართველოს ჩემპიონის სტატუსით, რამაც მის თანაგუნდელებს ახალი მოტივაცია უნდა მისცეს. მადლობა „იბერია 1999“-ს ამ ტრანსფერის განხორციელებისთვის. მომავალ სეზონში მათ წარმატებებს ვუსურვებ“.

18 ტურის შემდეგ „დუნაისკა სტრედა“ 24 ქულით სლოვაკეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილზეა და ლიდერს, გურამ კაშიას „სლოვანს“ 20 ქულით ჩამორჩება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბუდუ ამიტომ ვიყიდეთ...“ - რას ამბობს ჰაიდენჰაიმის მწვრთნელი
„ბუდუ ამიტომ ვიყიდეთ...“ - რას ამბობს ჰაიდენჰაიმის მწვრთნელი