დევისის თასი, საბა ფურცელაძე, ალექსანდრე ბაკში
Aa
Aa

დევისის თასი | ბაკშიმ და ფურცელაძემ მარცხებით დაიწყეს

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა დევისის თასის მსოფლიო ჯგუფის პირველი დივიზიონის პლეი ოფში პირველი შეხვედრები გამართა.

ალექსანდრე ბაკში (489) ATP-ის რეიტინგის 115-ე ნომერს, კამილ მაიჩრჟაკს დაუპირისპირდა და ორ სეტში, 3:6, 6:7 დამარცხდა.

მეორე მატჩში საბა ფურცელაძემ (450) რეიტინგის 217-ე ჩოგანთან, მაქს კასნიკოვსკისთან ერთი სეტი აიღო, თუმცა მატჩი მაინც დათმო - 3:6, 7:5, 4:6.

ხვალ ფურცელაძე მაიჩრჟაკს, ბაკში კი კასნიკოვსკის დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრებმა პლეი ოფში თამაშის უფლება მექსიკელების 3-2 დამარცხებით მოიპოვა. სექტემბერში ჩვენი გუნდის რიგებში გამორჩეული ალექსანდრე ბაკში იყო - მან ერთეულებში ორივე მატჩი მოიგო, წყვილებში კი ტყემალაძესთან ერთად გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი დივიზიონის საგზურისთვის - საქართველო პოლონეთს უმასპინძლებს
პირველი დივიზიონის საგზურისთვის - საქართველო პოლონეთს უმასპინძლებს