ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები Goal-ის ვერსიით
ჩემპიონთა ლიგის ფაზის დასრულების შემდეგ, პლეი-ინის წილისყრა გაიმართა, სადაც მერვედფინალში გამსვლელ საგზურს 8 გუნდი მიიღებს.
Goal-მა წარმოადგინა კლუბების განახლებული რეიტინგი, რომლებიც განაგრძობენ ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობას და ტურნირის მოგების ფავორიტებად ითვლებიან.
ფავორიტთა განახლებულ სიაში პირველ ადგილზე „ლივერპულია“. მეორე პოზიციას „ბარსელონა“ იკავებს. ეს ორი გუნდი დაახლოებით 2-3 თვეა ყველა გამოკითხვის სათავეში იმყოფება. სამეულში ბევრისთვის მოულოდნელად ლონდონის „არსენალია“, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ძირითადად არადამაჯერებლად ასპარეზობს.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს, პარიზელები მე-9 ადგილზე იმყოფებიან, რომლებიც „ბრესტის“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, სწორედ ტურნირის ორი მთავარი ფავორიტიდან ერთ-ერთს შეხვდებიან.
განახლებული რეიტინგი ასე გამოიყურება:
1 - ლივერპული. 2 - ბარსელონა. 3 - არსენალი. 4 - ატლეტიკო. 5. - ინტერი. 6 - ლევერკუზენი. 7 - ბაიერნი. 8 - ატალანტა. 9 - პსჟ. 10 - ასტონ ვილა. 11 - ლილი. 12 - დორტმუნდი. 13 - რეალი. 14 - მანჩესტერ სიტი. 15 - ბენფიკა. 16 - მილანი. 17 - პსვ. 18 - იუვენტუსი. 19 - მონაკო. 20 - ფეიენოორდი. 21 - სპორტინგი. 22 - ბრესტი. 23 - ბრიუგე. 24 - სელტიკი.
პლეი-ინის მატჩები 11-12 თებერვალს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 18-19 თებერვალს გაიმართება.