პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

ეს უკვე დერბია - პეპი რეალთან დაპირისპირებაზე

შვეიცარიის ქალაქ ნიონში დღეს გამართული კენჭისყრის შედეგად, ფეხბურთის გულშემატკივარმა პლეი ინში „მანჩესტერ სიტი“ – „რეალის“ სახით ერთი სუპერწყვილი მიიღო, სადაც როგორ ცუდ ფორმაშიც არ უნდა იყოს რომელიმე გუნდი, გამოკვეთილი ფავორიტის დასახელება რთულია. სწორედ ასეთი მოსაზრება აქვს „ქალაქელების“ კატალონიელ მთავარ მწვრთნელს პეპ გუარდიოლას, რომლის სამეფო კლუბთან დაპირისპირებები ცალკე საუბრის თემაა.

პეპ გუარდიოლა

არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა მადრიდის „რეალთან“ მოგვიწევდა დაპირისპირება, თუ მიუნხენის „ბაიერნთან“, რადგან როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდი უძლიერესია. ზედიზედ ოთხი წელია სამეფო კლუბის წინააღმდეგ ასპარეზობისთვის მიწევს ფეხბურთელების მომზადება და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩვენი შეხვედრა უკვე დერბი იყოს.

როგორც გუარდიოლამ აღნიშნა, „სიტისა“ და „რეალის“ გზები ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მეოთხედ, ბოლო ექვსი სეზონიდან კი მეხუთედ გადაიკვეთა. 2020 და 2023 წლებში ორი მატჩის ჯამში გამარჯვება მანჩესტერელებს, 2022 და 2024 წლებში კი მადრიდელებს დარჩათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლიფტში გადაწყვეტილი ამბავი - გუარდიოლას და ლუის ენრიკეს საინტერესო ისტორია
ლიფტში გადაწყვეტილი ამბავი - გუარდიოლას და ლუის ენრიკეს საინტერესო ისტორია