„ბუდუ ამიტომ ვიყიდეთ...“ - რას ამბობს ჰაიდენჰაიმის მწვრთნელი
„ჰაიდენჰაიმის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ შმიდტმა „დორტმუნდთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და გუნდის ქართველ ფორვარდზე, ბუდუ ზივზივაძეზეც ისაუბრა.
ფრანკ შმიდტი:
„მარვინ პირინგერი შეტევაში ჩვენი ყველაზე სახიფათო და სტაბილური ფეხბურთელი იყო. ტრავმის გამო ის ფორმიდან ამოვარდა, მაგრამ ეს ყველას შეიძლება მოუვიდეს. როგორც გვინდოდა, ისე მას ვერ შევცვლიდით, და ამიტომ გადავწყვიტეთ ამ პოზიციის გაძლიერება და ბუდუ ზივზივაძის შეძენა.
ჩემი აზრით, პირინგერი მხოლოდ კლასიკური ფორვარდი არაა, მას მეორე ფორვარდად თამაშიც შეუძლია. ამიტომ სრულიად შესაძლებელია, რომ მან და ბუდუმ კარგად გაუგონ ერთმანეთს. ორივე მათგანს შეუძლია, მეტოქის კარს სარფთხე შეუქმნას, რაც ჩვენ, როგორც გუნდს, ძალიან გვჭირდება. როდესაც პირინგერი ფორმაშია, ის გუნდის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ძირითადში ადგილი არავის აქვს გარანტირებული“.
ცნობისთვის, 19 მატჩის შემდეგ „ჰაიდენჰაიმი“ 14 ქულით ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის მე-16 ადგილზეა და „ჰოლსტაინს“ 2 ქულით, ხოლო ბოლოადგილოსან „ბოხუმს“ 4 ქულით უსწრებს.
მომდევნო მატჩს ბუდუს გუნდი 1 თებერვალს, თბილისის დროით 18:30 საათზე საკუთარ კედლებში „დორტმუნდის“ წინააღმდეგ გამართავს.