დანიელ მალდინი ატალანტაში ითამაშებს
დანიელ მალდინი „ატალანტაში“ ითამაშებს. ინფორმაციას ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის თქმით, „მონცასთან“ შეთანხმება უკვე მიღწეულია.
ნახევარმცველის ტრანსფერი დაახლოებით 12-14 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 50%-ს „მილანი“ მიიღებს, სადაც დანიელი მანამდე თამაშობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მალდინიმ ნიკოლო ძანოლო და ადემოლა ლუკმანი უნდა შეცვალოს.
შეგახსენებთ, რომ დანიელი პაოლო მალდინის შვილია. მიმდინარე სეზონში მან 20 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 ასისტი მიითვალა.