რიჩარდ კოკერილი
Aa
Aa

კოკერილი: „შვეიცარიასთანაც მოვიგებთ და ტურნირსაც

საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის 2025 წლის გათამაშებას ხვალ, ტურნირის დებიუტანტ შვეიცარიელებთან მატჩით დაიწყებს, რომელიც საყოველთაო მოსაზრებით წლევანდელი შეჯიბრების ყველაზე სუსტი გუნდია. ბორჯღალოსნები თამაშისთვის ბოლო ხუთი დღეა „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ემზადებიან, დღეს კი კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რომლის დასრულების შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა მედიისთვის კომენტარი გააკეთა.

რა თქვა კოკერილმა

მზადებამ გეგმის მიხედვით ჩაიარა. მართალია მხოლოდ ორშაბათს შევიკრიბეთ, მაგრამ მას შემდეგ ვარჯიშები ყოველდღიურად გვქონდა. არანაირ დაბრკოლებას ადგილი არ ჰქონია. მეტოქის შესახებ ბევრს ვერაფერს ვიტყვი, ჩვენ მათ პატივს ვცემთ და თამაშისთვის ვემზადებით.

მნიშვნელოვანი ტურნირია და როგორც ხვალინდელი თამაშის, ასევე რაგბი ევროპის მოგებას ვეცდებით, რადგან როგორც იცით ეს მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა და ჩვენთვის დიდი დატვირთვა აქვს.

პირველი მატჩის მოგება არ გაგვიჭირდება, მაგრამ ესპანეთი ძლიერი მეტოქეა და შემდეგ უკვე ნახევარფინალში მოწინააღმდეგედ რუმინეთი, ან პორტუგალია გვეყოლება.

საქართველო - შვეიცარიის თამაში ავჭალის სტადიონზე ხვალ, 16:00 საათზე დაიწყება. 8 თებერვალს ქართველი მორაგბეები უკვე ნიდერლანდების ნაკრებს უმასპინძლებენ, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 16 თებერვალს, ესპანელებთან საგარეო მატჩით დაასრულებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
16 ქულა პროვანსთან - აბჟანდაძემ ორიაკს მოაგებინა
16 ქულა პროვანსთან - აბჟანდაძემ ორიაკს მოაგებინა