სერენა უილიამსი, კიმ კლაისტერსი, ჯუსტინ ენინი
Aa
Aa

მათ წინააღმდეგ ყველაზე მეტად მიჭირდა - კლაისტერსის აღიარება

წარსულში ცნობილი ბელგიელი ჩოგბურთელი კიმ კლაისტერსი სამშობლოში ერთ-ერთი ცნობილი სპორტული გადაცემის სტუმარი იყო, სადაც ახლახანს დასრულებული წლის პირველი დიდი სლემის, ავსტრალიის ღია პირველობის შეფასების გარდა, თავისი ჩოგბურთელობის პერიოდი გაიხსენა და დაასახელა ის მეტოქეები, რომელთა წინააღმდეგაც დადებითი შედეგის ჩვენება ყველაზე მეტად უჭირდა.

კიმ კლაისტერსი

კარიერის საწყის ეტაპზევე სერენა უილიამსმა მიმანიშნა, რომ თუ უფრო სწრაფი არ გავხდებოდი და მოწოდებას არ გავაუმჯობესებდი, მასთან კონკურენციის გაწევა უზომოდ გამიჭირდებოდა. ამერიკელის წინააღმდეგ თავდაპირველად სეტის მოგებასაც კი ვერ ვახერხებდი და მასთან ყველაზე ახლოს მაშინ ვიყავი, როდესაც 5:7 წავაგე, საბოლოოდ კი ერთი სეტი ჩვენს რიგით მეოთხე ურთიერთშეხვედრაში მოვუგე.

მეორე ყველაზე რთული მოწინააღმდეგე ჯუსტინ ენინი იყო თავისი მრავალფეროვანი არსენალით, განსაკუთრებით კი მარცხენა ხელით ურტყამდა მიღებაზე საოცრად. მის წინააღმდეგ ინიციატივის აღება თითქმის წარმოუდგენელი იყო. ყოველთვის მქონდა ისეთი შეგრძნება, რომ ბურთს ჩოგნით ის გაცილებით კარგად ეპყრობოდა, მე კი ძალასა და ფიზიკურ მომზადებას ვეყრდნობოდი.

უილიამსთან კარიერის მანძილზე გამართული 9 მატჩიდან კლაისტერსმა მხოლოდ ორი მოიგო და 7-ში დამარცხდა. ენინთან ურთიერთშეხვედრებში კი კლაისტერსის სასარგებლოდ 13:12-ზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სინერი და შვიონტეკი - 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონები
სინერი და შვიონტეკი - 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონები