ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე
Aa
Aa

ყველაზე მისაღები მეტოქე? რა სტატისტიკა აქვს პსჟ-ს ბრესტთან

დღეს, ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ინის წილისყრა გაიმართა და საინტერესო წყვილებიც მივიღეთ, რომელთაგან „მანჩესტერ სიტი“ „რეალის“ დაპირისპირება ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს, თუმცა ჩვენთვის პსჟ „ბრესტის“ მატჩები სუბიექტური მიზეზებიდან გამომდინარე პრიორიტეტულია.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ პსჟ-ს მისაღები მეტოქე შეხვდა. გთავაზობთ გუნდებს შორის დაპირისპირების ისტორიას და ბოლო მატჩების შედეგებს.

ლუის ენრიკეს დანიშვნის შემდეგ პარიზელები „ბრესტს“ 4-ჯერ შეხვდნენ, 3-ჯერ მოუგეს და 1 ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება 11-6-ზე.

„ბრესტი“ პარიზელთათვის ერთ-ერთი ყველაზე მისაღები და მარტივი მეტოქეა. ამ საუკუნეში მათ წინააღმდეგ წაგება არ აქვთ. ზოგადად კი დედაქალაქელების წინააღმდეგ, მატჩების მხოლოდ 8% მოიგეს. ბოლოს, როცა პსჟ-მ „ბრესტთან“ ქულები დაკარგა 2011 წელი იყო და პარიზელთა რიგებში მამადუ სახო, კლოდ მაკელელე და ლუდოვიკ ჟული თამაშობდნენ.

მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ის პირველ წრეში პარიზელებმა „ბრეტს“ საკუთარ კედლებში 3:1 მოუგეს. უსმან დემბელემ დუბლი შეასრულა, ერთი კი ფაბიან რუისმა გაიტანა.

ამრიგად, ხვიჩა კვარაცხელიას და მის გუნდს პლეი-ინში აშკარად მისაღები მეტოქე შეხვდათ, თუმცა ფეხბურთში წინასწარ პროგნოზის გაკეთება მაინც არ არის მიზანშეწონილი და სტატისტიკას მოედანზე გადატანა სჭირდება.

პლეი-ინის მატჩები 11-12 თებერვალს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 18-19 თებერვალს გაიმართება. იქამდე კი პარიზელები „ბრესტს" 1 თებერვალს, შაბათს ლიგა 1-ში სტუმრად დაუპირისპირდებიან (20:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - ფონსეკა ლიონის მთავარი მწვრთნელია
ოფიციალურად - ფონსეკა ლიონის მთავარი მწვრთნელია